შეფ მზარეული

ყაზბეგი, გუდაური სრული განაკვეთი გუდაური ინნ
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
ინნ ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდაური ინნ, ქუთაისი ინნ, და გორი ინნ. 
სასტუმრო გუდაური ინნ ამჟამად ეძებს შეფ მზარეულს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ორგანიზაციული მიზნების გათვალისწინებით სამზარეულოს მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია/მიზნების დასახვა, სამუშაო პროცესის, პროდუქტის გაუმჯობესებისა და მაღალი სტანდარტების დანერგვის მიზნით
  • ბიზნესის წარმატებით ოპერირებისა და განვითარების მიზნით, მუდმივი ჩართულობა დასახული გეგმების შესრულებასა და ახალი პროდუქტების შემუშავებაში;
  • სამზარეულოს ხარჯების კონტროლის უზრუნველყოფა;
  • წარმოებისა და პროდუქტის ხარისხზე ზიანის მიყენების გარეშე, ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა;
  • გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების ანალიზი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება
  • სამზარეულოს ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შედგენა
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მომზადებული კერძის/ნახევარფაბრიკატის მონიტორინგი, შედგენილი ტექნოლოგიური ბარათების/კალკულაციების საფუძველზე
  • კერძების ხარისხის მუდმივი კონტროლი და პერიოდულად შესაბამისი ზომის მიღება
  • პერიოდული შემოწმებების განხორციელება სურსათის უვნებლობის/ჰასპის სტანდარტების შესაბამისად, კომპანიაში დადგენილი წესით.
  • პერიოდული შემოწმებების განხორციელება საკვების ვარგისიანობის, ვადების, შენახვის პირობებისა და ტემპერატურის კუთხით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • შეფ-მზარეულად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა;
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;

პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • მენეჯერული უნარ-ჩვევები;
  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Kiziriasofia@gmail.com 

სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.


კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "გუდაური ინნ"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და
დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ შპს " გუდაური ინნ“ -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " გუდაური ინნ" -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს გუდაური ინნ -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს გუდაური ინნ -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.