HR სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი VIVO Medical Group
მივლინება: არა ხელფასი: 1400
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი
ვივო მედიქალ გრუპი აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე

სამედიცინო ჰოლდინგი „VIVO Medical Group“ 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან  მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან - 18:00-მდე.
ანაზღაურება: 1400 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ადმინისტრაციული პროცესის მხარდაჭერა;
  • რეკრუტინგის პროცესის მართვა;
  • სხვადასხვა ტიპის საკადრო და ფინანსური ბრძანებების, ცნობების მომზადება;
  • სხვადასხვა ელექტრონულ პორტალზე (მათ შორის მინიმალური ანაზღაურების პორტალზე) საკადრო ცვლილებებისა და თანამშრომელთა ნამუშავერი საათების ასახვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა;
  • MS Office - ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.