არასამედიცინო შესყიდვების სამსახურის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი ვიანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
„ვიანი“ აცხადებს არასამედიცინო შესყიდვების სამსახურის უფროსის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • ქსელის მასშტაბით არასამედიცინო შესყიდვების განხორციელება ბიუჯეტის დაცვით;
  • არასამედიცინო შესყიდვებთან დაკავშირებული ტენდერების წარმოება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და შემდგომში ხელშეკრულების პირობების დაცვის კონტროლი;
  • წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კონტროლი და სწავლება;
  • ხარჯების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება ოპტიმიზაციის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება შესყიდვების სფეროში არანაკლებ 2 წლისა;
  • შესყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 ივლისი, 2024

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1150
„ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე