შესყიდვების და ლოჯისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ზღვა ლუდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი) ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა
კომპანია „ზღვა ლუდი“, ქართულ ბაზარზე   2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის  ჩამოსახმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და  დღესდღეობით წარმოდგენილია 19 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა  კუთხეში. 
    
„ზღვა ლუდი“-ის მიზანია მომხმარებელს შეთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და  მომსახურების მაღალი სტანდარტი. 

კომპანია „ზღვა ლუდი“  აცხადებს ვაკანსიას   „ შესყიდვების და ლოჯისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი’-ს  პოზიციაზე. 
 
სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: სრული განაკვეთი;
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00სთ;
  • ანაზღაურება:  2000 ლარი ( პირველი 2 თვე მერე KPI + ბონუსი )  
  • დასვენების დღეები: შაბათი -კვირა;
  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; დიღმის მასივი; ბელიაშვილის #106; 

ძირითადი მოვალეობები:
  • შესყიდვის პროცესების მართვა დადასტურებული შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობაში;
  • გონივრულ ვადებში შესყიდვის პროცესის წარმოება;
  • ადგილობრივი მომწოდებლების მოძიება ბაზარზე და თანმშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
  • იმპორტიორი მომწოდებლების მოძიება (თანამშრომლობა არსებულ იმპორტიორებთან) 
  • პროექტის ფარგლებში, მუდმივად და მჭიდროდ თანამშრომლობა უშუალო პროექტ მენეჯერთან/ და ნებისმიერ დამკვეთ დეპარტამენტთან.
  • პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით;
  • ტექნიკური დავალების მიღება , გადამოწმება ყველა დეტალის გათვალისწინებით;
  • არაგეგმიური შესყიდვის წარმოება ხარჯის დამტკიცების პროცედურების გათვალისწინებით;
  • შესყიდვის პროცესის წარმოება ISO სტანდარტებთან მიმართებაში;
  • პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • მომწოდებელთან გადახდის პირობებზე მოლაპარაკება დადგენილი წესის გათვალისწინებით;
  • შესყიდვების ანალიზი, მაქსიმალური ავტომატიზაციის წინადადებების შემუშავება უშუალო უფროსთან.
  • პროდუქციის მიწოდების პროცესის უწყვეტი ციკლის კოორდინირება, ოპტიმიზაცია; 
  • შესყიდვების და ლოჯისტიკის ჯგუფების მართვა; 
  • კონკურენტების ფასების მონიტორინგი და ზოგადი საფასო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა;
  • სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია რითეილ  სექტორში და შსყიდვების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
  • აუცილებელია  რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ნებისმიერი საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.
  • Excel -ის ცოდნა; 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე staff@zgvaludi.ge   20 ივნისამდე  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს  "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!