შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი არომაპროდუქტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას ,გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას .ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში,თანამედროვე
ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში,  საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან  საქართველოს  ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში  წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები,კანადა, ავსტრალია, იაპონია,  ისრაელი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა,  და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი
ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს
საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com    ან Facebook გვერდზე  georgias natural                                                                              
                                                                              
არომაპროდუქტი/Georgia’s Natural აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 17მ
სამუშაო საათები: 09:30-18:30
დასვენება: შაბათი, კვირა
             
ფუნქცია მოვალეობები:
  • სხვადასხვა დეპარტამენტებიდან შეკვეთების მიღება და მათი დამუშავება;
  • ადგილობრივ  და საერთაშორისო ბაზარზე  მომწოდებლების მოძიება;
  • შესყიდვების ფაილის მართვა, გადარიცხვების კონტროლი;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკება, ფასთა კვოტირება;
  • იმპორტის პროცესში ჩართულობა ( სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა, იმპორტის სრული დოკუმენტაციის შეკვრა, საბაჟო პროცედურების შესწავლა );
  • ხელშეკრულებების გაფორმება ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office : Word, Excel, PowerPoint ცოდნა;
  • ინგლისურის C1 დონეზე ცოდნა.

თვისებები რომელიც დაგეხმარებათ  ჩვენს გუნდში სამუშაოდ:
  • პოზიტიური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი,
გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე Career@georgiasnatural.com  და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ შესყიდვების სპეციალისტი
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.