ოპტიკური ქსელის სამსახურის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ახალი ქსელები
მივლინება: არა ხელფასი: 3150
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას  ოპტიკური ქსელის სამსახურის ხელმძღვანელის  პოზიციაზე. 
 
ფუნქცია - მოვალეობები: 
  • ანგარიშის მომზადება დამონტაჟებული სადენების შესახებ 
  • ხაზოვანი და წერტილოვანი ნახაზების აღება და გადაგზავნა 
  • მიღება-ჩაბარების დოკუმენტის საფუძველზე სახარჯი მასალების აღრიცხვა 
  • მემონტაჟეთა ჯგუფის გამართული მუშაობის ორგანიზება/კონტროლი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • განათლება - სასურველია ტექნიკური განხრით 
  • სამუშაო გამოცდილება - უპირატესობა მიენიჭება ტელეკომუნიკაციების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატს 
 
დასაქმების ადგილი - თბილისი 
სამუშაო განრიგი - სრული 
ანაზღაურება - 3150 ლარი (NET) 
 
დამატებითი ბენეფიტები: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • FitPass 
 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. 
 
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ak.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
 
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან. 
 
გისურვებთ წარმატებებს!