სააბონენტო ქსელის სპეციალისტი

ხაშური სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა
შპს „სერვის ნეტ გრუპი“  აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის სპეციალისტის  პოზიციაზე ქ. ხაშური

თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობები/ვალდებულებები:
  • ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განწესის მიხედვით სამუშაოს შესრულება, განწესის შევსება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
  • დაქვემდებარებულ უბანზე არსებული სააბონენტო ხაზის (სააბონენტო  კოლოფიდან აბონენტთან შიდა ქსელის ჩათვლით) მომსახურება, ახალი აბონენტის ხაზის მოწყობა და სააბონენტო მოწყობილობების (გ/კოლოფი, ფილტრი, სპლიტერი, მოდემი, როუტერი, დეკოდერი) ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა ვადებისა და ტექ.ნორმების გათავლისწინებით;
  • აბონენტების ბინაზე მომსახურება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქტაჟის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში, აბონენტის შესაბამისი კომპეტენციის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მიზნობრივი გადამისამართება. 
  • დაქვემდებარებულ უბანზე ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება; 
  • DSL, IPTV,GPON და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
  • ახალი ტელეფონის დასადგმელად ხაზების მოწყობა, წყვილების მოკვლევის და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება; 
  • დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ხაზის მომსახურების უზრუნველყოფა, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ორგანიზაციებში, სხვადასხვა სახაზო ნაგებობებზე (სხვენში, სახურავი, ბოძებზე გ/კარადებში, გ/კოლოფებთან). 
  • გატანილი სადგურის (ან კარადის) მომსახურების შემთხვევაში, ობიექტის გახსნისას და დახურვისას  სიგნალიზაციის ჩართვა/გამორთვა, საჭიროების შემთხვევაში  სადენების კროსში გადართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საკაბელო ქსელის სპეცილისტის დახმარება;
  • ობიექტზე გასვლისას, გარეშე პირის ან ორგანიზაციის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის დაზიანების ან ქურდობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • სააბონენტო მოწყობილობების ექსპლუატაციის, შრომისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ობიექტზე არსებულ ინსტრუმენტებსა და მასალებზე კონტროლი მათი დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ინსტრუმენტებისა და მასალების  დაბინავება,  სპეც. ტანსაცმლის გამოცვლა და  სამუშაო ადგილის   დატოვება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სააბონენტო ქსელის სპეციალისტის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის  ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში არასამუშაო საათებში, კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
  • მასზე რიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.
  • სახელმძღვანელო დოკუმენტაციის  გაცნობა და მასში ასახული ინსტრუქციების და ნორმების დაცვის ვალდებულება;

აუცილებელია: 
  • მსგავს პოზიციაზე  სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV)  მისამართზე:  მისამართზე:  Vacancy.Regions@servicenetgroup.ge  2024  წლის 19 ივლისის  ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ   ვაკანსიის  დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.