სუპერმარკეტების ქსელი შპს ,,დეილი“ 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-ზე მეტ ფილიალს, რამდენიმე სადისტრიბუციო ცენტრს და კვების საწარმოს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებაზე ორინეტირებული გუნდი წევრობას;
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სასწავლო კურსების დაფინანსებას;
- კორპორატიულ დაზღვევას;
- ჰიბრიდულ სამუშაო განრიგს;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
- კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
- ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
- სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია;
- მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება;
- შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
- მარკეტინგულ მონაცემებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ (ჰიბრიდული);
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ახმეტ მელაშვილის #2;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://helio-ai.com/apply/nte1mdly6ooh1swu?src=Hr.ge
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!