მარკეტინგის დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი ფარმაცევტული კომპანია - არტ ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
ფარმაცევტული კომპანია “არტფარმა“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

„არტფარმა“  და¬არ¬სდა 2014 წელს. საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებს, როგორებიც არიან WALMARK, STADA Group და GILBERT.  არაერთი ჯილდოს მფლობელი კომპანია აწარმოებს  საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ევროპიდან და  ხელს უწყობს მათ დანერგვას საქართველოში. არტფარმას პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ყველაზე მოხმარებადი ისეთი ბრენდები  როგორებიცაა: ვიტაფეროლი, ვირუპორტექტი, ვიტრუმი, ნეუტრადერმი და სხვა. 
„არტფარმას“ მიზანი მოიცავს ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნას; დამკვიდრებას საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ინოვაციებისა და ახალი ბრენდების განვითარების კუთხით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ, ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივის შესწავლა;
  • მარკეტინგის ჯგუფის წევრების მართვა; კოორდინირება სამუშაო გეგმის განხორციელების მიზნით;
  • კომპანიის და ბრენდების  განვითარების მიზნით მარკეტინგული სტრატეგიების,  სამოქმედო გეგმების და მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება;
  • მარკეტინგული მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში; კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების მართვა;
  • გაყიდვების დეპარტამენტთან თანამშრომლობა და მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმარება და განხორციელება გუნდთან ერთად. 
  • პერიოდული ანგარიშგება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება  მარკეტინგის მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხელმძღვანელ პოზიციაზე მარკეტინგის  მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ლიდერული თვისებები; დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდის მართვის უნარები;
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა; კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა; პროექტის მართვის უნარი;
  • სტრატეგიული ხედვა , დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • პასუხისმგებლიანი და პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას;
  • სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო  ხარჯები; საცურაო აუზის ულიმიტო აბონიმენტს (ფიტნესი და აუზი) და სხვა;
  • სტაბილურ და მუშა გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის #92
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 10:00-18:00

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. 
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს https://artpharma.ge/ და https://www.facebook.com/artpharma.ge/
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით  ელექტრონულ მისამართზე vacancy@artpharma.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მარკეტინგის დირექტორი “