მარკეტინგის სპეციალისტი
თარიღები: 22 აპრ - 21 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ზოგადი მარკეტინგი
სუპერმარკეტების ქსელი შპს ,,დეილი“ 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-ზე მეტ ფილიალს, რამდენიმე სადისტრიბუციო ცენტრს და კვების საწარმოს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:
  • განვითარებაზე ორინეტირებული გუნდი წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სასწავლო კურსების დაფინანსებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას;
  • ჰიბრიდულ სამუშაო განრიგს;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
  • კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
  • ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება;
  • შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
  • მარკეტინგულ მონაცემებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ (ჰიბრიდული);
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ახმეტ მელაშვილის #2;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://helio-ai.com/apply/nte1mdly6ooh1swu?src=Hr.ge

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!