10/12 IRAKLI ABASHIDZE STREET
0179 TBILISI, GEORGIA
995 (0) 32 2 242599
კომპანია „სუში რუმ“-ი ოპერირებს ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან. ამ ბრენდის ქვეშ ერთიანდება რამოდენიმე სუშის რესტორანი თბილისის მასშტაბით.
ჩვენ სტუმრების სიყვარულს და ნდობას წლებია ვუფრთხილდებით. თითოეულ კერძს შთაგონებით ვამზადებთ, იმ შთაგონებით, რომელიც ამომავალი მზის ქვეყანას უკავშირდება...იქ სადაც სჯერათ რომ ხედავ სულით და არა თვალებით. იქ სადაც სრულყოფილებისკენ სწრაფვა კულტურის განუყოფელი ნაწილია და დეტალებში აისახება.
...და სწორედ ამიტომაც… დაუვიწყარი არომატის შესაქმნელად, კერძის შემადგენელ ცალკეულ ინგრედიენტს განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევთ. ყოველი მათგანი უმაღლესი ხარისხისაა. ესთეტიკას კი გულით მორთმეული კერძების ვიზუალურ ჰარმონიაში გადმოვცემთ…
სუში რუმს იაპონური სამზარეულოს ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, როგორც კერძების ისე სასმელების და აზიური დესერტის კუთხით.
ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ:
- მოტივირებული და მიზანზე ორიენტირებული პროფესიონალების გუნდი;
- თბილი და კომფორტული გარემო;
- სურვილის და უნარების არსებობის შემთხვევაში მზარეულად გადამზადების საშუალება;
- მომხმარებელთან სასიამოვნო კომუნიკაციის და ენების ცოდნის შემთხვევაში საშუალება მოგეცემათ გადაემზადოთ პროფესიონალ სერვის თანამშრომლად;
- შესაბამისი უნარების არსებობის შემთხვევაში მოგეცემათ საშუალება იმუშაოთ სალაროსთან.
- წარმატებული თანამშრომლები დაწინაურებულნი იქნებიან მენეჯერის პოზიციაზე.
თქვენგან ველოდებით:
- იყოთ მოტივირებული, პუნქტუალური, პასუხისმგებლობის გრძნობით;
- გქონდეთ თავისუფალი დრო, რომ შეძლოთ სრული განაკვეთით მუშაობა;
- აუცილებელია გქონდეთ ინტერესი აღმოსავლურ სამზარეულოში.