F&B მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი სასტუმრო ლიც რეზორტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: კვებისა და სასმელების მენეჯერი
„ლიც რეზორეტი“ – 101 ნომრიანი მაღალი კლასის რეზორტი სახასიათო და გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასტუმრო სოფელ კვარიათში მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. სასტუმროს აქვს უნიკალური ლოკაცია 360 გრადუსით ზღვისა და მთის ხედებით.  
კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეებს - ბოულინგს,ბილიარდის კლუბს, საბავშვო ზონას, 3 რესტორანს, სპა ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ჯაზ კლუბს და ა.შ. 

„ლიც რეზორეტი“ აცხადებს ვაკანსიას F&B მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი : სრული
სამუშაო ადგილი: აჭარა 
 
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: 
  • საკვებ და სასმელ ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მართვა  
  • საკვები და სასმელი ობიექტების მარაგების კონტროლი და მონიტორინგი 
  • არსებული ობიექტების სერვისის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა  
  • რესტორნების გეგმის შემუშავება და გეგმის შესრულებაზე ზრუნვა  
  • ბიუჯეტის შედგენა/დამტკიცება და შემდგომი მონიტორინგი ეფექტურ გახარჯვიანობაზე 
  • დღიური გაყიდვების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება  
  • კერძებისა და სასმელების ტექნოლოგიური ბარათების შექმნის უზრუნველყოფა 
 
საჭირო უნარები/კომპეტენციები:  
  • ინგლისური/რუსული ენების ცოდნა 
  • მომსახურების სერვისის სტანდარტების ცოდნა  
  • MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა 
 
პიროვნული თვისებები: 
  • ხედვა/სტრატეგიული აზროვნება 
  • გუნდის მართვის უნარი  
  • მიზანსწრაფული და შედეგზე ორიენტირებული 
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი  
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • ფუნქციების სწორად გადანაწილების უნარი 
  • თვითგანვითარებულობაზე ორიენტირებულობა  
  • პასუხისმგებლობის გრძნობა. 

 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@litzresort.com გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „F&B მენეჯერი“ 
 
კონკურსის ეტაპები: 
  • განაცხადების გადარჩევა 
  • გასაუბრება