პაბელონის სასტუმრო _ Pabellón Hotel (ყვარელი-საქართველო) აცხადებს ვაკანსიას კვების და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე
განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერილობა:
- სასტუმროს რესტორნების, ბარების, რუმ-სერვისისა და ღონისძიებების ოპერაციების კოორდინაცია.
- ყოველდღიური პროცესების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
- სანიტარიულ და ჰიგიენურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი.
- თანამშრომლების შერჩევა, გადამზადება და განვითარება.
- ცვლების შედგენა და შრომითი დისციპლინის უზრუნველყოფა.
- კვების და სასმელების ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი.
- ხარჯების ოპტიმიზაცია და მოგებიანობის ზრდა.
- ახალი მენიუების შემუშავება შეფთან ერთად.
- სეზონური და თემატური შეთავაზებების შექმნა.
- ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ინვენტარიზაციის ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშის წარდგენა სასტუმროს მენეჯერთან
- სტუმართა უკუკავშირის ანალიზი და მომსახურების გაუმჯობესება.
- პრობლემური შემთხვევების გადაჭრა ეფექტურად.
- სერვისის მაღალი სტანდარტების დაცვა.
- მარაგების მართვა და მომწოდებლებთან ურთიერთობა, დანაკარგების მინიმალიზაცია.
- გუნდის მოტივაცია და ხარისხიანი მომსახურების სტიმულირება.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სარესტორნე პროგრამების ფლობა;
- პუნქტუალობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@pabellon.ge და დასახელებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.