მოლარე-კონსულტანტი

ქუთაისი სრული განაკვეთი Wishlist.ge
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“  აცხადებს ვაკანსიას „მოლარე-კონსულტანტის“ პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: ქუთაისი  

ფუნქცია/მოვალეობები: 
  • დილით სალაროს დათვლა; 
  • სალაროზე ნივთის პროგრამულად გატარება, თანხის აღება, ქვითრის ამოღება; 
  • ნივთის გადაცვლის შემთხვევაში პროგრამასთან მუშაობა; 
  • დაბრუნებულ და გაუქმებულ ქვითრებზე აქტის შედგენა; 
  • საღამოს სალაროს დახურვა; 
  • ნავაჭრი თანხის შეტანა ბანკში; 
  • თავისუფალ დროს მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ეფექტური კომუნიკაციის და თავაზიანი მომსახურების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

სამუშაო პირობები: 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით. 
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე;  
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge
გთხოვთ, “subject”-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მოლარე-კონულტანტი ქუთაისი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!