მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Megahand
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
"MEGAHAND" გთავაზობთ მამაკაცის, ქალის და ბავშვის მოდურ ტანსაცმლისა, ფეხსაცმლის და აქსესუარების ფართო არჩევანს.
ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ გავხსენით 250-ზე მეტი მაღაზია დსთ-ს ქვეყნებში!

ახლა კი, მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილი, კალოუბნის 1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 1000 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:
  • სალარო ოპერაციების წარმოება
  • დოკუმენტაციის სრული ციკლის წარმოება
  • კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა
  • მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
  • მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
  • დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან თანამშრომლობა გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელში მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია ინგლისური/ რუსული ენების ფლობა;
  • სალარო პროგრამებთან/აპარატებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება
  • განვითარების და სწავლის სურვილი

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ შემოსავალს
  • გამჭვირვალე საბონუსე სისტემას
  • ტრენინგებს და კორპორატიულ ღონისძიებებს
  • პროფესიულ განვითარებას
  • მოსახერხებელ გრაფიკს
  • სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს
  • შიდა ფასდაკლებას მაღაზიებში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ- ფოსტაზე: megahand.geo@gmail.com და მიუთითოთ პოზიცია: "მოლარე- კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება, ან დაგვიკაშირდით ტელეფონზე: +995 591 750 019

გისურვებთ წარმატებას!