მოლარე-კონსულტანტი

მცხეთა სრული განაკვეთი ტეტრისი
მივლინება: არა ხელფასი: 1100 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
კომპანია „ტეტრისი“ ეძებს გუნდის წევრს , მოლარე-კონსულტანტს

კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალებითა და საოჯახო სამეურნო საქონლით საცალო ვაჭრობა. 

მდებარეობა: საგურამო
სრული გრაფიკი 5/2

თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და გიყვარს მომხმარებელთან მუშაობა — შემოგვიერთდი!

მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
  • პროდუქციის მახასიათებლების, ფასებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
  • სააქციო პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლისთვის.
  • მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა.
  • საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება.
  • დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება
  • დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება.
  • სალაროს მართვა და გადახდების სიზუსტით შესრულება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • სასურველია სამშენებლო ან სარემონტო მასალების საბაზისო ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
  • კანდიდატი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, მეგობრული და გუნდური
  • სალაროს სისტემის გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტული ანაზღაურება
  • სამუშაოს ადგილზე სწავლა და განვითარება
  • მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@tetris.com.ge