1C ოპერატორი

რუსთავი სრული განაკვეთი Caucaspack
მივლინება: არა ხელფასი: 1300 - 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი
შპს „კავკასფექი“ ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი  ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს თბილისში ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით შეიქმნა.  თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა მხოლოდ კვერცხის შესანახი ფირფიტების წარმოებას მოიცავდა, თუმცა, ბაზრის ტენდენციების ცვლასთან ერთად, კომპანიის წარმოება გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა.
2010 წლიდან ,,კავკასფექმა’’ საწარმო გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ რუსთავში.
დღესდღეობით  კომპანია აწარმოებს როგორც კვერცხის შესაფუთ კონტეინერებს, ასევე კონტეინერებს მზა საკვებისთვის, Take Away სერვისისა და საკონდიტროებისათვის.   ამჟამად ,,კავკასფექის“ მიერ წარმოებული პროდუქციის 35% ექსპორტზე გადის. ჩვენი პროდუქცია იყიდება: ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში, უზბეკეთში, აშშ-ში, კანადასა და პანამაში. 

ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია   "კავკასფექი"  აცხადებს ვაკანსიას  1C ოპერატორის  პოზიციაზე.

პირობები:
  • ლოკაცია: რუსთავი, დავით გარეჯის ქუჩა #30
  • სამუშაო საათები: 12 საათიანი სამუშაო ცვლები
  • 2 დღე - დღის ცვლა 12 საათი.
  • 2 ღამე - ღამის ცვლა 12 საათი.
  • 2 დღე - დასვენება.

გამოსაცდელი ვადა: არაუმეტეს 6 თვისა
ანაზღაურება: გამოსაცდელ ვადაში 1300 -1500; გამსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 1500 + ბონუსი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, ბუღალტერიის ან დაკავშირებულ დარგში);
  • გამოცდილება დოკუმენტაციის წარმოებასა და მასალების მოძრაობის კონტროლში.
  • საოფისე პროგრამებთან, განსაკუთრებით Excel-თან, მუშაობის უნარი;
  • სასურველია საბუღალტრო ან ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (მაგალითად: 1C, Oris, SAP ან სხვა);
  • უპირატესად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება წარმოების, ლოგისტიკის ან საწყობის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე (სასურველია მწარმოებელ კომპანიაში);

ძირითადი მოვალეობები:
  • ნედლეულის, შუალედური პროდუქციის, შესაფუთი და სხვა დამხმარე მასალის, მზა ნაწარმის მოძრაობის (შიდა გადაადგილება, რეალიზაცია და იმპორტი) აღრიცხვა და პროგრამული რეგისტრაცია;
  • ნედლეულის, შუალედურო პტოდუქციის, შესაფუთი და სხვადასხვა დამხმარე მასალის, მზა ნაწარმის  მიღების და გადაცემის პროცესში პირველადი დოკუმენტაციის წარმოება (ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვ.);
  • ნედლეულის, შუალედურო პტოდუქციის, შესაფუთი და სხვადასხვა დამხმარე მასალის, მზა ნაწარმის მარაგების რეგულარული კონტროლი და მათი შესაბამისობა ბუღალტრულ მონაცემებთან;
  • სისტემური აღრიცხვა (1C) და ჩანაწერების ზუსტი და დროულად განახლება;
  • ბიზნეს პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეპარტამენტთან მჭიდრო კომუნიკაცია;
  • გეგმიურ ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • საჭიროების შემთვევაში ანგარიშგებების მომზადება უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნით.

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ და მეგობრულ გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას;
  • კორპორატიული სატელეფონო პაკეტს;
  • FitPass;

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე  HR@caucaspack.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 მაისი, 2025 წელი.

ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "კავკასპაკ"-ი თქვენი კანდიდატურის შესწავლისა და დასაქმების გადაწყვეტილების მიღების მიზნით თქვენ მიერ გამოგზავნილ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს შეისწავლის საქართველოს კანონმდებლობისა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ შპს "კავკასპაკ"-ის შესაბამის უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ შპს  "კავკასპაკ"-ს.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი შპს "კავკასპაკ"-ი  მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!