1C ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი
„კახური ტრადიციული მეღვინეობა” ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

კახური ტრადიციული მეღვინეობა აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ალექსანდრე ქართველიშვილის ქ. ნაკვეთი 726 (ტრანსპორტი ემსახურება სამგორის მერტომდე )
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური, ფინანსები); 
  • MS Office პროგრამების კარგად ცოდნა;
  • 1C პროგრამის ცოდნა.(დისტრიბუცია-სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში შეკვეთების მიღება/დამუშავება;
  • შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/დამუშავება/კონტროლი;"რეალიზაციის დოკუმენტის გაფორმება.
  • მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა; თითოეულ შეკვეთას თან დაურთოს სერთიფიკატი.
  • ახალი კონტრაგენტის დამატება - კლიენტის რეკვიზიტები, ხელშეკრულება, შეთანხმება, ანგარიშსწორების პირობები და აშ;
  • ტელეფონის ზარებზე პასუხი/რეაგირება;
  • პროგრამულ უზრუნველყოფაში მონაცემების დამუშავება.
  • RS და პროგრამას შორის გაწერილი ზედნადებების სიზუსტის კონტროლი.
  • საწყობის ნაშთის კონტროლი და გასწორება.(თვეში ერთხელ)
  • ამორტყმული ჩეკისა და ზეტის შედარება, კონტროლი. სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალური.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით, ელ-ფოსტაზე: oldkakheti@ktw.ge