კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბიესი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
შპს "ბიესი“ ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის №134 
სამუშაო გრაფიკი-  ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათი 09:00-15:00 
ანაზღაურება: ფიქსირებული  + ბონუსი  

ძირითადი მოვალეობები: 
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება; 
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება; 
  • კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება; 
  • კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება; 
  • კლიენტებთამ შემდგომი ურთიერთობა, პროქტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი; 
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა. 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; 
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე; 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების კორპორატიული  გაყიდვების მიმართულებით; 
  • სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე; 
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;  
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა. 

პიროვნული მახასიათებლები: 

  • გუნდში მუშაობის უნარი; 
  • გადაწყვეტილების სწრაფად მღების უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი; 
  • პუნქტუალური. 

ჩვენთან გელოდებათ: 

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა; 
  • კომფორტული სამუშაო გარემო; 
  • ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა; 
  • ჯანმრთერლობის დაზღვევა; 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და „Subject“-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“