შემფასებელი

თბილისი სრული განაკვეთი არესემ საქართველო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების ექსპერტი/შემფასებელი
RSM-ი წარმოადგენს რიგით მეექვსე გლობალურ დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელურ კომპანიას მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 900 ოფისით და 65 000-ზე მეტი პროფესიონალით. „RSM საქართველო” არის RSM-ის ქსელის დამოუკიდებელი წევრი.

„RSM საქართველო” აცხადებს ვაკანსიას შემფასებლის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:
  • უძრავი (საცხოვრებელი, კომერციული, ინდუსტრიული ობიექტები) და მოძრავი ქონების შეფასება;
  • მოქმედი ბიზნესების ფინანსური ანალიზი და ღირებულების დადგენა;
  • შეფასების რეპორტის მომზადება შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია და შეფასების პროცესის დეტალებზე განმარტებების გაცემა;
  • საბაზრო კვლევა და შესაბამისი მონაცემების შეგროვება/ანალიზი;
  • შეფასების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პროგრამაში ასახვა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან უძრავი ქონების მართვის სფეროში;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შეფასების სფეროში;
  • შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერთიფიკატი.
  • Excel-ის და ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
  • კარგი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტაცია.
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს მიმდინარე წლის 12 მაისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ttsitelauri@rsm.ge და “Subject” ველში მიუთითოთ: “შემფასებელი”.
საიტი: www.rsm.global