სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერი

ბათუმი ნახევარი განაკვეთი Season Suite
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი, კონტენტ მენეჯერი
Season Suite აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაოს აღწერილობა:
  • სოციალური მედიის არხების (Facebook/Pinterest/Instagram/YouTube) მართვა და განვითარება;
  • კომუნიკაციის კრეატიული სტრატეგიის შემუშავება;
  • იდეების გენერირება და კონცეფციის მონახაზის შექმნა რეფერენსების დახმარებით;
  • კონტენტ კამპანიის სხვადასხვა მედია არხებში ჩაშლა;
  • კონტენტის იდეების არგუმენტირებული პრეზენტირება;
  • დიზაინერების გაბრიფვა;
  • კონტენტის წარმოებასთან დაკავშირებულ სააგენტოებთან და ფრილანსერებთან კომუნიკაცია;
  • შექმნილი კონტენტისთვის კოპის წერა;
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;

საკვალიფიკაციო და პიროვნული უნარები:
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიცაზე;
  • სოციალურ მედია პლათფორმებზე გვერდების მართვის გამოცდილება;
  • მასალის მარკეტინგული კუთხით ადაპტირების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ქართულ ენაზე გამართული წერის უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@seasonsuite.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557000065