ვიზუალური კონტენტის სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი იელთი ჯგუფი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: კონტენტ მენეჯერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იელთი ჯგუფი“ ეძებს შემოქმედებით, პასუხისმგებლიან და აქტიურ წევრს ,,ვიზუალური კონტენტის სპეციალისტის’’ პოზიციაზე, რომელიც შეძლებს ბრენდის სტანდარტებისა და მოთხოვნების მიხედვით შექმნას გრაფიკული დიზაინები, მოამზადოს საბეჭდი ფაილები და მონაწილეობა მიიღოს ვიდეო კონტენტის (რილსები, სარეკლამო რგოლები, სოციალური მედიის ვიდეოები) მონტაჟსა და დამუშავებაში.

იელთი ჯგუფი“ 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. “იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“. კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში) 
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1500 ლარიდან 2000 ლარამდე

ჩვენი შემოთავაზებაა:
  • კომფორტული სამუშაო პირობები;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა წახალისების სისტემა.

ძირითადი ფუნქციები:
  • გრაფიკული დიზაინების შექმნა ბრენდის ვიზუალური იდენტობის შესაბამისად;
  • საბეჭდი ფაილების მომზადება (პოსტერები, ბროშურები, სავიზიტო ბარათები და ა.შ.);
  • ვიდეო კონტენტის (რილსები, რგოლები) მონტაჟი და დამუშავება;
  • საჭიროების შემთხვევაში მოკლე, ბრენდირებული ანიმაციების შექმნა;
  • სოციალური მედიისთვის ვიზუალური და ვიდეო მასალების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Premiere/After Effects-ის ცოდნა;
  • AI ინსტრუმენტებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა და მათი გამოყენების უნარი
  • ვიზუალური კონტენტის შექმნისა და რედაქტირების პროცესში;
  • სოციალური მედიის კონტენტის შექმნის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
  • შემოქმედებითი ხედვა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
  • სიახლეებისადმი მუდმივი ინტერესი;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა, კრეატიულობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

გამოგვიგზავნე შენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@eltbg.com; დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მარკეტინგის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია.
შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ