Red House — უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის სრულყოფილი პარტნიორი, უკვე 5 წელია ვქმნით წარმატების ისტორიებს დეველოპერულ ბაზარზე.
ჩვენ არ ვართ უბრალოდ უძრავი ქონების სააგენტო —
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ინოვაციით, პროფესიონალიზმით და ნდობით ქმნის შედეგებს!
ჩვენი პროფესიონალი გუნდი სთავაზობს დეველოპერებსა და ინვესტორებს სრულ სერვისს:
- პროექტების ეფექტურ მენეჯმენტს,
- ბრენდინგსა და ბაზარზე სწორ პოზიციონირებას,
- გაყიდვების მაქსიმალურ ეფექტურობას.
რატომ უნდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?
Red House-ში შენ მუშაობ რეალურ მიზნებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მხარდაჭერით.
ჩვენ ვიყენებთ:
- ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემებს,
- CRM პლატფორმებს,
- ანალიტიკურ ინსტრუმენტებს,
რომლებიც შენს პროფესიულ წარმატებას არა მხოლოდ ამარტივებს, არამედ სწრაფადაც უზრუნველყოფს.
ჩვენ გვჯერა:
ყველა დიდი პროექტის უკან დგას ძლიერი გუნდი, სადაც ნდობა, გამჭვირვალე პროცესები და პროფესიონალიზმი საფუძველია წარმატებისთვის.
რას გთავაზობთ?
- გამომუშავებაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას — სადაც შენი შრომა ფულად ნამდვილად გადაითვლება;
- პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოს — გუნდი, რომელიც გვერდით დაგიდგება;
- ტექნოლოგიურ მხარდაჭერას — სისტემა, რომელიც ზრდაში გეხმარება;
- კარიერულ ზრდას და განვითარებას — ჩვენთან ერთ ნაბიჯზე არ ჩერდები.
ვის ვეძებთ?
- მიზანდასახულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს;
- მათ, ვისაც უყვარს გაყიდვები, მოლაპარაკებები და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- გამოცდილება უძრავ ქონებაში ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა მთავარი არის სწავლის და ზრდის სურვილი!
ჩვენთან ანაზღაურება იწყენა მინ. 2500 - ლარამდე (გამომუშავებით)
Red House — ეს არის ადგილი, სადაც შენი შრომის შედეგი ჩანს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი დღესვე!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.