შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ქონების მართვის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უძრავი ქონების ბაზრის მუდმივი ანალიზი, არსებული ტენდენციების აღმოჩენა და გენერალური დირექტორის ინფორმირება.
- კომპანიის საკუთრებაში და მფლობელობაში არსებული ქონების დათვალიერება კვარტალში ერთხელ და აქტივების მდგომარეობის შეფასების ამსახველი ანგარიშის ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
- იჯარით გაცემული უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებების მოძიება და რეესტრის შექმნა.
- იჯარით გაცემული ქონების ხელშეკრულებების ვადების კონტროლი და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გონივრულ ვადაში ბაზრის მოკვლევა და ხელშეკრულების არსებულ პირობებთან შედარების ანალიზი
- მოიჯარეების მხრიდან იჯარის გადასახადის გადახდების კონტროლი, რეპორტის შემუშავება, ყოველთვიური ანალიზი ურჩი გადამხდელებისთვის შეხსენება, შედეგის არ არსებობის შემთხვევაში დავების სამსახურისთვის გადაცემა და ა.შ
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება – ბიზნეს ადმინისტრირება,
- მსგავსი შინაარსის პროექტების მართვაში მუშაობის - მინ 2 წლიანი გამოცდილება;
- ანალიტიკური უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის, ორგანიზებისა და პროექტის მართვის უნარები;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდ
ფოტოსურათი 3X4 1ც.;
დიპლომის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;
მისამართზე:
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 05.05.2025 წ.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.