სასაწყობე ოპერაციების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
,,2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე ოპერაციების ხელმძღვანლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ;
სამუშაო ადგილი : თბილისი;
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობის მართვის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა;
  • ხარისხის და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად, ტექნოლოგიების, მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა / ეფექტურობის შეფასება;,
  • სასაწყობე ოპერაციების/პროცესების ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) - ს განსაზღვრა და კონტროლი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის სამოტივაციო სისტემების დანერგვა,;
  • საწყობის მენეჯერებთან ერთად მიზნების შესრულების შესაფასებლად, პერიოდული შეხვედრები, შედეგების განხილვა და გაუმჯობესების გეგმის განსაზღვრა;
  • საწყობის ოპერაციების წლიური ბიუჯეტის შექმნა, მართვა, კონტროლი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • დანახარჯების კონტროლი, ხარჯების შემცირების შესაძლებლობების განსაზღვრა და ფინანსური მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა;
  • სტანდარტიზებული პროცესების შემუშავება და დანერგვა ყველა საწყობში;
  • პროექტების ხელმძღვანელობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ოპერაციული ეფექტურობის გაზრდას, შეცდომების შემცირებასა და მომსახურების დონის გაუმჯობესებას;
  • ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის გატარება, ყველა საწყობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველჰყოფა;
  • რეგულარული ინსპექტირებების შესაძლო რისკების აღმოსაჩენად და შესაბამისობის დარღვევების აღმოსაფხვრელად აუდიტების დაგეგმვა;
  • საწყობის მენეჯერების მენტორობა, მათთვის საჭირო რესურსებისა და მხარდაჭერის უზრუვველყოფა;
  • საწყობის მენეჯმენტის სისტემების მართვა; (WMS)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ;
  • საწყობში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება(მინიმუმ 2 წელი მენეჯერული გამოცდილება);
  • სასაწყობე ოპერაციების ხელმძღანელად/ლოჯისტიკის ხელმძღვანელად მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური - B2, რუსული- B2 ;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა : MS Office (Word, Excel); ERP; WMS;
  • გუნდის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ „2 ნაბიჯის“ გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებელად მიუთითო ვაკანსიის დასახელება „სასაწყობე ოპერაციების ხელმძღვანელი“

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2025 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!