მარაგების მართვის ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსი ფარმა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
 შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას  მარაგების მართვის ანალიტიკოსის პოზიციაზე 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მონაცემთა ანალიზი და პროგნოზირება: ბაზრის ანალიზი, მონაცემების ანალიზი, პროგნოზირების მოდელების გამოყენება მარაგების საჭიროების პროგნოზირებისთვის.  რეპორტების შაბლონების შექმნა, ტენდენციების და ტრენდების გამოყოფა. მოთხოვნის პროგნოზირების და მარაგების დონის გააზრება. ოპტიმალური მარაგის დონის შენარჩუნება ბიზნეს მიზნების მისაღწევად. 
  • მარაგების ოპტიმიზაცია: უსაფრთხოების მარაგის დონის, ხელახალი შეკვეთის წერტილების და მარაგების ბრუნვის კოეფიციენტების  დაკვირვება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. მარაგების სეგმენტაციის სტრატეგიების დანერგვა, პროდუქტების კატეგორიზაცია სხვადასხვა ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა მოთხოვნის დონე, პროდუქტის ღირებულება (ფასნამატი), ბრუნვის კოეფიციენტი (სიჩქარე) და ა.შ. რათა მიღწეულ იქნას, მარაგების უფრო ფოკუსირებული და ეფექტური მართვა, მათი დაბალანსებული ოპტიმიზაცია. 
  • მარაგების დონეების მონიტორინგი: მარაგების განახლების, ბალანსის და მარაგების მაქსიმალური შესაძლებლობის განსაზღვრა.  
  • სასაწყობო პროცესების ოპტიმიზაცია: საკონტროლო პროცესების შემოწმება და გაუმჯობესება, რათა შეამცირონ ხარჯები და ზედმეტი მარაგი.  
  • მომწოდებლებთან კოორდინაცია: მომწოდებლებისგან მარაგების შეკვეთა და მიწოდების პროცესის ზედამხედველობა.  
  • სტრატეგიული გეგმების შემუშავება: მარაგების კოორდინაცია მოთხოვნის, მიწოდების და ტრანსპორტირების ოპტიმიზაციისთვის. 
  • შედეგების საზომი ძირითადი ინდიკატორების (KPI) თვალყურის დევნება და მართვა;  
  • უშუალო სამუშაო სფეროსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, სტატისტიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ან ფინანსების მიმართულებით); 
  • სასურველია მონაცემთა ვიზუალიზაციის ცოდნა  Qlik Sense, Power BI ან მსგავსი ინსტრუმენტით;  
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება   მარაგების ანალიტიკაში ან მსგავსი სფეროებში.  
  • მონაცემების მოძიების, დამუშავების, ანალიზის, ინფორმაციის შეჯამების და სტატისტიკური დამუშავების უნარი; 
  • კომპიუტერული (MS Office, Word, Excel, ERP ) პროგრამების ცოდნა. 
  • კომუნიკაციური უნარ-ჩვევები და გუნდის მუშაობის გამოცდილება; 
  • დისციპლინირებულობა ანალიტიკური  უნარი; დეტალებზე ორიენტირების უნარი, ორგანიზებულობა, გაწონასწორებულობა. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები: 
  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;  
  • დიპლომის ასლი;  
  • პირადობის მოწმობის ასლი;  
 
მისამართზე:  ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16  
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); +995 577 362308 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.04.2025 წელი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. 
 
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.