"ექსოლოტ ინვესტმენტსი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.exolot.ge
ძირითადი მოვალეობები:
- შერჩეულ სამიზნე არეალებში შესაბამისი კომერციული ფართების მოძიება, მათი მოპოვების ანალიზი
- საინტერესო ფართების მფლობელი ან / და გადაწყვეტილების მიმღები პირების მოძიება, მათთან კავშირის დამყარება და მოლაპარაკების წარმოება
- სასურველი ფართის მოძიების შემთხვევაში ინფორმაციის დამუშავება, მომზადება და წარდგენა დასამტკიცებლად (მენეჯმენტთან)
- სტრატეგიულად საინტერესო არსებული / მომუშავე სავაჭრო ობიექტების სიის განსაზღვრა, მათი მოპოვების შესაძლებლობის შესწავლა და წინადადებების წარდგენა
- პოტენციური სავაჭრო ფართების და ობიექტების მონაცემთა ბაზის და რუკის წარმოება
- საინტერესო ფართების მოძიების მიზნით მუდმივი თანამშრომლობა უძრავი ქონების სააგენტოებთან, აგენტებთან და ბროკერებთან
- ინფორმაციის ნაკადის უზრუნველყოფა კონტაქტების, სატელეფონო კომუნიკაციების, რეკლამირებისა და სხვა არხების გამოყენების გზით
- შესაბამისი დინამიკის განსაზღვრის მიზნით უძრავი ქონების ბაზრის მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი. ინფორმაციის ძიება, ფასების შესწავლა
- დასაქირავებელი ან შესაძენი ობიექტის მიმართ სახელშეკრულებო პირობების ჩამოყალიბების, გაფორმების და მისი შემდგომი ადმინისტრირების უზრუნველყოფა
კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება
- MS Office Suite აპლიკაციების ცოდნა: Word, Powerpoint, Excel და ა.შ.
- უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების ცოდნა
- კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
- ძლიერი სამუშაო ეთიკა; სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნება
- სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების ბიზნესში
ბენეფიტები:
- ტრენინგები სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებით
- სტარტაპერული გარემო
- ანაზღაურება: 2000 ლარიდან + ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@exolot.ge
გისურვებთ წარმატებებს!