გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Media ART
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
სარეკლამო კომპანია  "მედია არტი’’ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ, 10:00-დან 18:00 საათამდე; 
ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის 4ა

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებულ დამკვეთებთან კომუნიკაცია;
  • ახალი დამკვეთის მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, 
  • პოტენციური დამკვეთისთვის პროდუქტის შეთავაზება;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
  • გარკვეულ პერიოდში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
  • დარწმუნების უნარი;
  • საქმის მიმართ ინტერესი;
  • პიროვნული განვითარების სურვილი.

სასურველია პოლიგრაფიულ სფეროში გამოცდილება
რეზიუმე გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  Sopo@mediaart.ge, eka@mediaart.ge