სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (likehouse.ge), ერთ-ერთი პროექტისთვის Blueskytower.ge აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.
მოვალეობები:
- ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების განხორციელება;
- არსებულ კლიენტებთან, მათ შორის კორპორატიულ კლიენტებთან , ტურისტულ სააგენტოებთან და ღონისძიებების დამგეგმავებთან ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
- კლიენტებისთვის ეფექტური მომსახურების მიწოდება რეზერვაციის პროცესის განმავლობაში, მათი საჭიროებებისა და პრობლემების დროული გადაწყვეტა;
- კომპანიის პოლიტიკასთან, ასევე გაყიდვებთან და სტუმართმოყვარეობის სფეროსთან დაკავშირებული სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.)
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური პრიორიტეტულია)
- საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
- სასტუმროს მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 20 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@likehouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: რეზერვაციების აგენტი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@likehouse.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.