საკონსულტაციო კომპანია IK კონსალტინგი, პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დოკუმენტ კონტროლერი.
ადგილმდებარეობა - თბილისი
საქმიანობა - მშენებლობა
განაცხადის მიღების ვადა - 20 აპრილი, 2025
სამუშაო მოვალეობები:
- ყველა საჭირო ტექნიკური დოკუმენტის სათანადოდ მომზადება და ზედამხედველობა, პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, პროექტის დასაწყისიდან დასრულებამდე (MAF, WIF, MS, NCR, SOR და ა.შ.);
- შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება (ანგარიშები - ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური);
- დოკუმენტების, ფაილებისა და დოკუმენტების მონაცემთა ბაზების შაბლონების შექმნა;
- დოკუმენტების სიზუსტისა და შესაბამისობის შემოწმება და რედაქტირება;
- პროექტში შემოსული და გასული დოკუმენტაციის ნაკადის კონტროლი;
- დოკუმენტების სწორი დელეგირება, კონტრაქტორებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება/მიწოდება/მოთხოვნა;
- შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრების ოქმების მომზადება, დავალებების რეგისტრაცია (ვადების მითითებით);
- წერილებისა და კორესპონდენციის მომზადება შესაბამისი უწყებებისთვის.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- სამშენებლო პროექტებში დოკუმენტ კონტროლერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სავალდებულო;
- ტექნიკური დოკუმენტაციის კარგი ცოდნა;
- დოკუმენტ-ბრუნვის სრული ციკლის მართვის გამოცდილება;
- MS Office მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით, Excel);
- ინგლისურის და რუსული ენების საქმიან დონეზე ცოდნა, რაც აუცილებელია მოვალეობების შესრულების პროცესში.
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- ოპერატიული.
ხელფასი: ხელზე ასაღები ხელფასი თვეში 2000-დან 2500 ლარის ფარგლებში, კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.