Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
Cenomi Retail 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.
კომპანია Cenomi Retail Georgia აცხადებს დოებით ვაკანსიას: არქივარიუსი HR დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70, სითი თაუერი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები)
დასაქმების პერიოდი: 6 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
- HR დოკუმენტების სკანირება;
- დასკანერებული დოკუმენტების ორგანიზება და კატეგორიზაცია;
- ფაილების სათანადო დასახელება და სისტემატიზაცია;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- უნარი იმუშაოს დამოუკიდებლად და ორგანიზებულად
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე hrgeo@cenomi.com;
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: არქივარიუსი HR დეპარტამენტში.