შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი

თბილისი, საქართველოს მაშტაბით სრული განაკვეთი გერგილი
მივლინება: დიახ
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური მართვის მოწმობა: B
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შპს „გერგილი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის პოზიციაზე

შპს „გერგილი“ წამყვანი საკონსულტაციო კომპანია შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის სფეროში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინებით)
სამუშაო გრაფიკი: სრული
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;

მოთხოვნები:
  • სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • ვაკანსიაზე განიხილება მინიმუმ 2 (ორი) წელი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტი;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B 1 – B 2 დონე) სავალდებულოა;
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია კარგი წერითი უნარების ფლობა;
  • დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);

ფუნქციები:
  • საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
  • რისკების განსაზღვრა და რისკების დოკუმენტის წარმოება;
  • ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავება;
  • დასაქმებულთა ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით;
  • საქმიქნობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი;
  • დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება;
  • საჭიროებისამებრ სახელმწოფო მაკონტროლებელ უყებებთან თანამშრომლობა და მათთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოწოდება;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hs@gergili.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.