შრომის უსაფრთხოების დამწყები სპეციალისტი/ანაზღაურებადი სტაჟირება

თბილისი, საქართველოს მაშტაბით სტაჟირება გერგილი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შპს „გერგილი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შრომის უსაფრთხოების დამწყები სპეციალისტის პოზიციაზე;

შპს „გერგილი“ წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინება)
სამუშაო გრაფიკი: სრული
შრომის ანაზღაურება: ანაზღაურებადი სტაჟირება.

მოთხოვნები:
  • სასურველია შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • ვაკანსიაზე განიხილება მოტივირებული პიროვნება, რომელსაც სურს განვითარდეს და მიიროს პრაქტიკული გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B 1 – B 2 დონე) სასურველია;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და დოკუმენტებთან მუშაობის უნარი სავალდებულოა;
  • აუცილებელია კარგი წერითი უნარების ფლობა;
  • სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია);

ფუნქციები:
  • შრომის უსაფრთხოების გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად ობიექტებზე ვიზიტი;
  • ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვაში ჩართულობა;
  • ხელმძღვანელის მითითებით დავალებების შესრულება;
  • ანგარიშების მომზადება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
  • კომპანიებში შრომის უსაფრთხოებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული დოკუმენტაციის გაანხლება საჭიროებისამებრ;
  • დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hs@gergili.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.