სასწავლო პროცესის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: უნივერსიტეტი
"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შერჩევას სასწავლო პროცესის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 19: 00 მდე (ყოველი მესამე შაბათი 10:00 -დან 15:00 მდე) (შაბათს მუშაობის შემთხვევაში ორშაბათი-პარასკევის სამუშაო საათები დაკორექტირდება)
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • განათლების სამინისტროს შესასაბამის ელექტრონულ ბაზში მუშაობა;
  • უნივერსიტეტის ელექტრონული ბაზის განახლება;
  • საჭიროების შემთხვევაში სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის განხორციელება ელექტრონულ ბაზაში;
  • საჭიროების შემთხვევაში სტუდენტთა სასწავლო ცხრილის ატვირთვა ელექტრონულ ბაზაში და სხვა დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
  • შუალედური და დასკვნითი გამოცდების ორგანიზებაასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
  • სასწავლო კურსის უწყისების დამზადება და დაბეჭდვა;
  • სტუდენტებისა და ლექტორებისთვის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის მომხმარებლების და ელექტრონული ფოსტის შექმნა და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
  • პირველკურსელთა რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობას;
  • პირველკურსელთა გზამკვლევის, სხვადასხვა საცნობარო მასალის შემუშავება, დაბეჭდვა და სტუდენტებისთვის დარიგება;
  • მობილობით გადმოსული სტუდენტების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების მიღება, განათლების მომსახურების ხელშეკრულებების შევსება, მათი ასახვა ელექტრონულ ბაზაში, საგნებზე რეგისტრაცია და ცხრილის მოწესრიგება;
  • სტუდენტების პირადი საქმეების ფორმირება/კონტროლი;
  • სტუდენტთა პირადი საქმეების რეგისტრაციის ჟურნალის წარმოება;
  • ელექტრონულ ბაზაში სტუდენტების ქულების შეტანის მონიტორინგში მონაწილეობა;
  • სასწავლო ხასიათის დოკუმენტების დაარქივებაში მონაწილეობა;
  • შუალედური და დასკვნითი გამოცდების მასალების გამრავლება; საჭიროების
  • შემთხვევაში აკადემიური/მოწვეული პერსონალისათვის წერითი გამოკითხვების მასალების გამრავლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება/გამოცდილება:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასწავლო პროცესის მართვის საკითხებში(სასურველია);
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1);
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office).

პიროვნული უნარები/თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass;
  • პარტნიორ საერთაშორისო უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებს;
  • უნივერსიტეტის მოქმედ პროგრამებზე სწავლის/ჩაბარების შემთხვევაში გადასახადის თანადაფინანსებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე:hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „სასწავლო პროცესის სპეციალისტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 22 აპრილის ჩათვლით.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.