საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ გახდეთ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ბიომედიცინის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის ლაბორანტი UG-ში.
ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს
- უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება
- სამუშაო გარემოს მომზადება
- ნიმუშის აღება და მომზადება საანალიზოდ
- ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ჩატარება
- მოწყობილობებთან მუშაობა
- ჩანაწერების წარმოება
- ანალიზის შედეგების შეფასება
- მიღებული შედეგების ანალიზი
- მონაწილეობა ახალი მეთოდიკების დანერგვაში
- მონაწილეობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში
- მონაწილეობა სამეცნიერო საგრანტო წინადადებების შედგენაში
კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ
განათლება:
- ფიზიკური და ანალიზური ქიმიის სპეციალობით, უმაღლესი, მაგისტრატურა. უპირატესობა ენიჭება დოქტორანტს;
- ინგლისური ენის ფლობა მინიმუმ B2 დონეზე.
სამუშაო გამოცდილება:
- ნიმუშის ასაღებ მოწყობილობებთან და ინვენტართან;
- ლაბორატორიულ ჭურჭელთან;
- ქიმრეაქტივებთან;
- შემდეგ ლაბორატორიულ აღჭურვილობასთან - ტექნიკური და ანალიზური სასწორი, ავტომატური პიპეტები, საშრობი კარადა, მუფელის ღუმელი, წყლის დისტილატორი, ამწოვი კარადა, მაგნიტური და მექანიკური სარეველები, სანჯღრეველა, წყლის აბაზანა, ცირკულაციური თერმოსტატი, ზედაპირული გამახურებელი, ულტრაბგერითი აბაზანა, ცენტრიფუგა, ექსტრაქტორი მყარ-თხევადი ექსტრაქციისთვის, როტაციული ამაორთქლებელი, ჰომოგენიზატორი, ვაკუუმ-ფილტრაციის მოწყობილობა, სპირტებისა და აქროლადი ნაერთების დისტილატორები;
- შემდეგ გამზომ ხელსაწყოებთან და მოწყობილობებთან - pH-მეტრი, კონდუქტომეტრი, იონომეტრი, ავტომატური ტიტრატორი, ტურბიდიმეტრი, ტენიანობის ანალიზატორი, სპექტროფოტომეტრი, რეფრაქტომეტრი;
- ინსტრუმენტული ანალიზის შემდეგ აპარატურასთან - მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფი, ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრი, ატომურ-ემისიური სპექტრომეტრი, ELISA, კაპილარული ელექტროფორეზი (მინიმუმ თეორია), PCR და გელ-ელექტროფორეზი (მინიმუმ თეორია).
- სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOP) დოკუმენტაციის შედგენა.
უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ
- ლაბორატორიული ინვენტარის გამოყენების უნარები
- დოკუმენტებთან მუშაობის უნარი
- ვადებში მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 14 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ბიომედიცინის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის ლაბორანტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!