სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
განაკვეთი: სრული განაკვეთი
დასვენება: კვირაში 2 დღე
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
ჩვენ გთავაზობთ:
სამუშაო პირობები:
განაკვეთი: სრული განაკვეთი
დასვენება: კვირაში 2 დღე
ძირითადი მოვალეობები:
- კვებისა და სასმელების სტრატეგიული დაგეგმარება და შედეგზე ორიენტირებული მართვა;
- მომსახურების სტანდარტიზაცია და პროაქტიული განვითარება;
- მომარაგების ქსელის განვითარება და მარაგების ოპტიმიზაცია;
- ბიუჯეტირება;
- რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება ;
- უცხო ენების ( ინგლისური და რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (აუცილებელია);
- MICROS, Materials Control პროგრამების ფლობა;
- პუნქტუალობა ;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა ;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
- უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- დასვენებას დაბადების დღეზე;
- გუნდის წევრების ,,Marriott Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@courtyardbatumi.com და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას!