საცალო გაყიდვების განვითარების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ულტრა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპიუტერული კომპანია „ულტრა“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" 18 წელზე მეტია რაც ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწეობს, ფლობს საცალო გაყიდვების მაღაზიებს, ონლაინ მაღაზიას (www.ultra.ge)-ს და სერვის ცენტრს.
კომპანია „ულტრა“-ს კორპორატიული დეპარტამენტი წარმატებით მუშაობს მცირე და დიდი მოცულობის კერძო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ტენდერებში და პროექტებში. 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე და განვითარებაზე ზრუნვა.
  • ადგილობრივი ბაზრის მუდმივი ანალიზი, კონკურენტებისა და პროდუქტების კვლევა, სიახლეების ინიცირება და თანხმობის შემთხვევაში დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • ქსელის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელობისთვის და რაპორტინგი;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად სიახლეების დანერგვაში მონაწილეობა;
  • სავაჭრო ობიექტების პერსონალის მართვა, სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • მაღაზიებში მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენის კონტროლი;
  • ფილიალებში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა და დროული რეაგირება;
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის სწორად განთავსების კონტროლი;
  • მაღაზიებში არსებული პროდუქციისა და ინვენტარის რეგულარული აღწერების კონტროლი;
  • ფილიალის თანამშრომელთა შრომითი დისციპლინისა და ფილიალის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ფილიალების ინფორმირება ახალი პროდუქციის და/ან ცვლილებების შესახებ;
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები: 
  • ინგლისური და/ან რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, მენეჯერულ პოზიციაზე;
  • კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი უნარ-ჩვევები: 
  • მომსახურების ხარისხზე ზრუნვა; 
  • შრომისმოყვარე;
  • შედეგებზე ორიენტირებული;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • ეფექტური მოლაპარაკებების უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 

სამუშაო ადგილი:ქ. თბილისი; ბოხუას ქ. 4,
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება : გამოცდილებიდან გამომდინარე 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ultra.ge  ;
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საცალო გაყიდვების განვითარების მენეჯერი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.