გრანთ თორნთონი აცხადებს ვაკანსიას საგადასახდო მენეჯერის პოზიციაზე
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაოს აღწერილობა
საგადასახადო მენეჯერი წარმოადგენს უფროს პროფესიონალს საგადასახადო განყოფილებაში, რომელიც ჩართულია საგადასახადო განყოფილების მიმდინარე სამუშაოებში პროცესის სამართავად და ანგარიშვალდებულია საგადასახადო განყოფილების ხელმძღვანელის/პარტნიორის მიმართ.
ძირითადი მოვალეობები
ძირითადი მოთხოვნები და უნარები
გთხოვთ, თქვენი დეტალური რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე: საგადასახადო მენეჯერი
მიუთითეთ საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და ელ-ფოსტის მისამართები.
გთხოვთ გრაფაში ”საგანი” მიუთითოთ ”საგადასახადო მენეჯერი”. შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე და საჭიროების შემთხვევაში ტესტირებაზე.
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი.
გამოცხადების თარიღი: 25 მარტი 2025
ბოლო ვადა: 10 აპრილი 2025
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაოს აღწერილობა
საგადასახადო მენეჯერი წარმოადგენს უფროს პროფესიონალს საგადასახადო განყოფილებაში, რომელიც ჩართულია საგადასახადო განყოფილების მიმდინარე სამუშაოებში პროცესის სამართავად და ანგარიშვალდებულია საგადასახადო განყოფილების ხელმძღვანელის/პარტნიორის მიმართ.
ძირითადი მოვალეობები
- საგადასახადო განყოფილების ხელმძღვანელის დახმარება პროექტის მიზნებისა და მასშტაბების განსაზღვრაში
- სამუშაოს სათანადო დაგეგმვისა და კოორდინირების უზრუნველყოფა, დაგეგმვის ასპექტების დელეგირება საჭიროების მიხედვით
- ეთიკისა და პროფესიონალური ქცევის მოთხოვნათა დაცვა ეთიკისა და ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელოს შესაბამისად
- კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა
- კლიენტებისთვის საგადასახადო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
- საგადასახადო შესაბამისობის შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
- კლიენტის სახელით შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა და მოლაპარაკება;
- კლიენტის საგადასახადო ვალდებულებების გამოსათვლელად დეტალური გამოთვლების განხორციელება;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ დეტალური ანგარიშების მომზადება;
- სენსიტიური და კონფიდენციალური ინფორმაციის სწორად დამუშავება;
- საგადასახადო დავების პროცესის მართვა და წარმომადგენლობა
- კლიენტთან დაკავშირებული იმ სიტუაციებისა და პრობლემების დროული შეტყობინება, რომლებიც ხელმძღვანელის ან პარტნიორის მოქმედებას
- მოითხოვენ
- სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია
- კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგი
- განსაზღვრა იმისა, თუ რამდენად ეფექტიანად და რენტაბელურად განხორციელდა გუნდის მიერ სამუშაო ფირმისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით
- გუნდის უზრუნველყოფა სამუშაოს თანადროული შესაბამისი ტრენინგებით
- უფრო ფართო ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რესურსების გამოყენება მათ განსახორციელებლად
- უმთავრეს რისკებზე და შესაძლებლობებზე ფოკუსირებული გეგმების დასახვა და საკითხების კარგი კომერციული შედეგებით დასრულების უზრუნველყოფა
- საგადასახადო მენეჯერის ფუნქციებთან დაკავშირებული, საგადასახადო განყოფილების ხელმძღვანელის/პარტნიორის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობანი
ძირითადი მოთხოვნები და უნარები
- მაგისტრის ხარისხი, ან მისი ეკვივალენტი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ფინანსების/ ბუღალტერიის ან ეკონომიკის დარგში
- მინიმუმ 5 წლიანი პროგრესირებადი პროფესიონალური გამოცდილება განსაკუთრებით საგადასახადო მიმართულებით
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა, ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
- ლიდერის გამოხატული თვისებები და გამოცდილება აღნიშნულ სფეროში
- სტრატეგიული აზროვნება და ანალიტიკური უნარ-ჩვევები
- სამუშაოს დელეგირებისა და მასზე ზედამხედველობის საუკეთესო შესაძლებლობები
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისა და ანგარიშგების საუკეთესო უნარ-ჩვევები
- ფოკუსირებული და დეტალებზე ორიენტირებული
- გუნდის/პროექტის მართვაზე ორიენტირებული
- დედლაინების დაცვაზე ორიენტირებული
- პროექტებთან დაკავშირებით ქალაქგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა
- ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური (სასურველია რუსულის ცონდაც).
გთხოვთ, თქვენი დეტალური რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე: საგადასახადო მენეჯერი
მიუთითეთ საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და ელ-ფოსტის მისამართები.
გთხოვთ გრაფაში ”საგანი” მიუთითოთ ”საგადასახადო მენეჯერი”. შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე და საჭიროების შემთხვევაში ტესტირებაზე.
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი.
გამოცხადების თარიღი: 25 მარტი 2025
ბოლო ვადა: 10 აპრილი 2025