კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აგრონომი
მივლინება: არა ხელფასი: 4000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/

შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

პოზიციის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
სამუშაოს ადგიმდებარეობა: კადრის ძირითადი სამუშაო ადგილი იქნება საქართველოს რეგიონები;
სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი;

ყოველთვიური შემოსავალი: 4000 (ოთხი ათასი) ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი), ასევე ბონუსი, თვეში 3000 ლარამდე დამოკიდებული იქნება გეგმის შესრულებასა და წლიურ მოგებაზე;

ძირითადი მოვალეობები:
  • მუდმივი შეხვედრების გამართვა, საქართელოს სხვადასხვა რეგიონში;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრის წარმართვა ინგლისურ და რუსულ ენებზე;
  • ყოველდღიური რეპორტინგი, ჩატარებული დღის შესახებ;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება
  • გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი და შემდგომი მონიტორინგი;
  • შემოსავლის ბიუჯეტირება, პროგნოზირება
  • ბიზნესის ადექვატური კონტროლის სისტემების/მიდგომის დანერგვა
  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით, ჩართულობა მარკეტინგის სტრატეგიების განსაზღვრაში და შესაბამისი ამოცანების დასახვა
  • გაყიდვების სტრატეგიების განსაზღვრა,გეგმის შედგენა და სრული ციკლის მონიტორინგი
  • პარტნიორთა ბაზის მუდმივი განახლება და მათი შედეგების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსლი ენების ცოდნა B2 დონეზე;
  • უმაღლესი განათლება;
  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი