ვებ დეველოპერი

მივლინება: არა ხელფასი: 2000
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამისტი/დეველოპერი
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას ვებ დეველოპერის პოზიციაზე

ანაზღაურება: 2000 ლარი (NET)
სამუშაოს ტიპი: ჰიბრიდული
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაზისუბანი

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და ახალი ფუნქციონალის დამატება.
  • ვებსაიტის მუშაობის და მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაცია.
  • ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა.

მოთხოვნები:
  • PHP და Javascript პროგრამირების ენების ცოდნა;
  • HTML-სა და CSS-ის ცოდნა;
  • MySQL მონაცემთა ბაზების ცოდნა;
  • სასურველია MVC ფრეიმვორკთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია OpenCart-ის პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება.

თუ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 2025 წლის 20 აპრილისა აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!