საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მივლინება: არა ხელფასი: 1200
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საგამოცდო ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური B2)

დამატებითი მოთხოვნა:
  • სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობის უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საგამოცდო პროცესის სრული ციკლის მართვა, მონიტორინგი.
  • ინფორმაციის მიწოდება, გაცემა, კომუნიკაცია პედაგოგებთან, სტუდენტებთან;
  • სტუდენტების პირად განცხადებებთან მუშაობა:
  • მიმდინარე საქმისწარმოებითი სამუშაოები;
  • საგამოცდო ცხრილებზე მუშაობა,
  • საგამოცდო სისტემაში მუშაობა.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობები

კონკურსის ეტაპები:
  • საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

ანაზღაურება: 1200 (ხელზე ასაღები)

გრაფიკი: სრული

კონკურსის ვადა: საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 24 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე:  hr@ciu.edu.ge