ალგორითმიკა აცხადებს ვაკანსიას - ბავშვთა პროგრამირების წრის პედაგოგი.
„ალგორითმიკა“ არის საერთაშორისო პროგრამირების სკოლა, რომელიც 90-მდე ქვეყანაში, 515-მდე ქალაქში 1,100 000-ზე მეტ მოზარდთან მუშაობს. ალგორითმიკის გუნდი ბავშვებს ეხმარება პროგრამირებაში პირველი ნაბიჯების გადაგმაში . გაკვეთილები ტარდება უნიკალური ონლაინ პლათფორმის მეშვეობით, რომელიც პედაგოგს საშუალებას აძლევს მოსწავლესთან ინდივიდუალურად იმუშაოს და თამაშით შეასწავლოს პროგრამირების საფუძვლები.
ჩვენი კურსებია:
Python Start
Python Pro
Visual programming
Front-end development
Graphic design
Game design
Unity
ვაკანსია ცხადდება შემდეგ პოზიციაზე:
- Python Start+Pro პროგრამირების პედაგოგი.
- ვიზუალური პროგრამირების პედაგოგი.
- ვებ-საიტების შექმნის პროგრამირების პედაგოგი.
- გრაფიკული დიზაინის პედაგოგი.
- თამაშების დიზაინის პედაგოგი.
ჩვენი მოთხოვნები:
- აუცილებელია, პროგრამირების რომელიმე ენის ცოდნა : Python, Scratch, Java,HTML, C++, C# ,3D, 2D...
- სასურველია უმაღლესი განათლება: ეკონომიკაში, მათემატიკაში, ფიზიკაში და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ IT- ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც;
- უპირატესობა მიენიჭებათ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს; (მოზარდთა ასაკი 8-19 წელი)
- ქართული და ინგლისური ენის კარგად ფლობა.
მოვალეობები:
- გაკვეთილის ჩატარება „ალგორითმიკის“ მეთოდოლოგიის, სასწავლო მასალებისა და სავარჯიშოების გამოყენებით;
- მეგობრული ატმოსფეროს შექმნა და ჯგუფური მუშაობის პროცესის მართვა მოსწავლეებს შორის;
- სასწავლო პროცესის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
- კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან, სასწავლო პროცესის შესახებ;
ჩვენ გთავაზობთ:
- ტრენინგს მასწავლებლისთვის კომპანიის ხარჯზე;
- სერთიფიცირებას თითოეულ კურსზე;
- მოსახერხებელი სამუშაო გრაფიკი , რაც შესაძლებლობას იძლევა გამოიმუშაოთ დამატებითი შემოსავალი; (განრიგი დამოკიდებულია სწავლების პოროცესზე - Online/Offline)
- მასწავლებლების დიდ, საერთაშორისო გუნდთან თანამშრობლობას;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსური სისტემა.
სამუშაო დღეები: შაბათი და კვირა (Offline რეჟიმში)
სამუშაო საათები: კვირის ნებისმიერი დღე, პედაგოგზე მორგებული (ონლაინ რეჟიმში)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი (Offline რეჟიმისათვის)
სამუშაო ადგილი: არ აქვს მნიშვნელობა (Online რეჟიმისათვის)
ვებ-გვერდი: https://algorithmics.ge/
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
შემდეგ ელექტორნულ ფოსტაზე: Algovacancies@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
წინასწარ გიხდით მადლობას დაინტერესებისთვის!
პატივისცემით,
"ალგორითმიკა"ს გუნდი