შპს "გოლდ პაკი" დაარსდა 2010 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა საკვებისა და ინდუსტრიული შესაფუთი მასალის, ასევე ჰიგიენური საშუალებების საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს საქართველოს მასშტაბით და თავის მომხმარებელს სთავაზობს 700-ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
"გოლდ პაკი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე საჩხერე, ჭიათურა, ონსა და ამბროლაურში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთათვის პროდუქციის გაცნობა და შეთავაზების გაკეთება.
- არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება.
- პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება;
- უშუალო ხელმძღვანელთან ერთად სხვადასხვა ამოცანების შესრულება და რეპორტინგი, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.
პიროვნული თვისებები/უნარები:
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ორგანიზებული და პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია გამართული კომუნიკაციის უნარი;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
- განაკვეთი - სრული
- ანაზღაურება - შეთანხმებით
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 88 33 03