MEP პროექტების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ZERONE
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
,,ზერონ ელექტრიკსი’’ მომხმარებლებს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და მომსახურებას სთავაზობს.
,,ზერონ ელექტრიკსი’’ წარმატების უკან კომპანიის კვალიფიციური გუნდი დგას, რომელთა პროფესიონალიზმი „ზერონის“ მდგრადი განვითარების წინაპირობაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.zerone.ge
,,ზერონ ელექტრიკსი’’ აცხადებს ვაკანსიას MEP პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • სრული MEP სამშენებლო პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, აღსრულების და დახურვის პროცესის წარმართვა;
  • პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება განახლება და იმპლემენტაცია;
  • პროექტში ჩართულ მხარებთან ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულებების ადმინისტრირება და მათი შესაბამისობის მონიტორინგი, პროექტში ჩართული მხარეების მენეჯმენტი, დავების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
  • MEP სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინირებული კალენდარული გრაფიკის მომზადება(Gantt chart), პროქტის კრიტიკული ბილიკის განსაზღვრა;
  • რისკების შეფასება, რისკების მართვის გეგმის მომზადება და მათი მიტიგაცია;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, საჭირო საპროექტო ცვლილებების შეთანხმება, დელეგირება პროექტში ჩართულ სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციასთან;
  • ბიუჯეტის დაგეგმვა, შემაჯამებელი სახარჯთაღრიცხო დოკუმენტის და შუალედური გადახდების გეგმის (IPC Plan) მომზადება;
  • MEP სამშენებლო პროცესის ზედამხედველობა, ხარისხის მონიტორინგი QA/QC გეგმების გამოთხოვა და სამუშაოს შესასრულებელი მეთოდოლოგიების ინსპექტირება;
  • ფორმა N2-ს მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში და სამშენებლო პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან/და არქიტექტურული მიმართულებით;
  • პროექტების მართის და დიზაინ კოორდინაციის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office - სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კოორდინაციის უნარი;
  • მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი - სრული;
  • ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2025 წლის 21 აპრილამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ,,ზერონ ელექტრიკსი’" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს ,,ზერონ ელექტრიკსის’’ ბაზაში 1 წლის ვადით.