პროექტის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ნექსთ ქონსთრაქშენი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
სამშენებლო კომპანია ნექსთი აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე - ქ. ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამშენებლო პროექტირების პროცესის მართვა დაწყებიდან დასრულებამდე;
  • აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან, პროექტის მენეჯერებთან და ქვეკონტრაქტორებთან;
  • პროექტის განხორციელებისას, პროექტში ცვლილების შეტანის საჭიროებისას, შესაბამისი ცვლილებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი
  • გადაწყვეტილების ალტერნატივების მომზადება, განხილვა დამკვეთთან და პროექტის მენეჯერთან ერთად.
  • დასრულებული ობიექტების/ეტაპების პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და შეფასება, ბოლო ეტაპზე დადასტურება.
  • პროექტის მიმდინარეობისას ყველა საჭირო ნახაზის და კომუნიკაციების დროული გადაწყვეტა და მიწოდება ობიექტისთვის

ძირითადი მოთხოვნები/პირობები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; AutoCad; უპირატესობად ჩაითვლება REVIT და ARCHICAD
  • სამშენებლო წესების და ნორმების ცოდნა;
  • აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
  • უმაღლესი განათლება: სამშენებლო/ტექნიკური მიმართულებით;

 პიროვნული თვისებები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული და მოტივირებული;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტურად განაწილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება;
  • ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00;
ანაზღაურება შეთანხმებით: დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და გამოცდილებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე +995 577 55 55 62 ; ან გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: p.dumbadze@nextgroup.ge