კორპორატიული/საბითუმო გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი იუნაითიდ ფემილი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია იუნაითიდ ფემილი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და საბითუმო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მიზნობრივი ორგანიზაციების მოძიება რომლებსაც გააჩნიათ ინტერესი სათამაშოების შესყიდვის მიმართ;
  • ვიზიტების განხორციელება პოტენციურ მომხმარებლებთან,
  • მათთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეთავაზება;
  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • გაყიდვების მუდმივი პრომოუშენი როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მიმართულებით და მიწოდების უზრუნველყოფა.
  • გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკებების მართვის უნარები;
  • კეთილსინდისიერება როგორც დამსაქმებლის, ასევე პარტნიორი კლიენტებისადმი;
  • კომპანია კანდიდატებს სთავაზობს კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას,

შედეგებსა და გეგმების შესრულებაზე დამოკიდებულ მაღალ საბონუსე ანაზღაურებას, ავტომობილს, საწვავს, სასაუბრო დროს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy.hr.family@gmail.com. ან დაგვიკავშირდეთ +995 322500 10 10 05