„MS holding“ - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/
ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედდნი, ჩვენი გუნდის წევრები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად
"MS holding" გეძებს შენ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
რისი გაკეთება მოგიწევს?
- ჰორეკას მიმართულებით კორპორატიული მომხმარებლის მოძიება, სწორი პროდუქციის, ასორტიმენტის შეთავაზება კომპანიის ბიზნეს პროფილის მიხედვით;
- შეხვედრების ორგანიზება და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ პარტნიორებთან და დილერებთან;
- მნიშვნელოვანი სიახლეების, აქციების მუდმივი შეთავაზება მომხმარებლისათვის და მათი პოზიციების შეჯერება ყველა პროდუქტთან მიმართებაში;
- კორპორატიული შეკვეთების მიღება, კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში ალტერნატივების შეთავაზება, გაყიდვების ციკლის სრულად მართვა და კონტროლი;
- შეთავაზებელი ასორტიმენტის ფორმირება და მართვა მოთხოვნების შესაბამისად;
- ტენდერებში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი მუშაობა, კომუნიკაცია და განვითარებაზე ზრუნვა;
- შესათავაზებელი ფასების პოლიტიკის მართვა;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
- პრიორიტეტი მიენიჭება ტექნიკის მიმართულებით გამოცდილ კანდიდატს
- კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე;
- ბაზრის კვლევის მეთოდების ცოდნა;
- ერთ-ერთი უცხო ენის (რუსული ან/და ინგლისური) ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
- ბაზრის კვლევის მეთოდების ფლობა
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ჭირნახულის 4;
- სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება;
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
- სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge
გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!
მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.