უფროსი ელექტრო ინჟინერი

მივლინება: დიახ
განათლება: ბაკალავრი
ინჟინერია: ელექტროინჟინერია
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას უფროსი ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე ჰიდროენერგო დეპარტამენტში.

არსებითი პირობები:
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სათაო ოფისი, ხშირი მივლინებით საქართველოში.
  • სამუშაოს გრაფიკი: 8 საათიანი ; შესვენება 1 საათი
  • კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.

პოზიციის როლი
  • კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზე განთავსეუბლი ელ. დანადგარებისა და მოწყობილობების საიმედო, უსაფრთხო და ეფექტრური მუშაობის უზრუნველყოფა

ძირითადი მოვალეობები:
  • ჰიდროელექტროსადგურის ელექტრომექანიკური დანადგარ-მოწყობილობების ეფექტური და უავარიო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა; დაზიანებების დროული აღმოფხვრა;
  • ელექტრომოწყობილობა/დანადგარების სისტემების გამართული მუშაობისა და მომსახურების ზედამხედველობა.
  • დიაგნოსტიკის განყოფილების მიერ ჩატარებული დიაგნოსტიკის მასალების გაანალიზება და აუცილებლობის შემთხვევაში წინადადებების შემუშავება ჰესების რეჟიმის შეცვლის შესახებ;
  • ჰესებზე ავარიის მიზეზების გამოკვლევა, ანალიზი და შედეგების შეფასება;
  • ელექტროუსაფრთხოების და კონტროლის სისტემების პრობლემების დროული დიაგნოსტიკა, იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
  • გეგმიური სამუშაოების, პროგრამების ან/და კალენდარული გრაფიკების შემუშავება; ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოებისა და გამოცდის ჩატარების ორგანიზება;
  • ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზება და კონტროლი;პროექტების დაგეგვმასა და შესრულებაში მონაწილეობა, მათ შორის ბიუჯეტის, გრაფიკის და კონტრაქტორებთან/მომწოდებლებთან კოორდინაცია.
  • ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ავარიების, საგანგებო სიტუაციების და გეგმიური და ავარიული სამუშაოებისას.
  • ჩატარებული კვლევების საფუძველზე ტექნოლოგიური ინსტრუქციების, ტექნიკური პირობებისა და სტანდარტების შეცვლის წინადადებების შემუშავება;
  • მიმდინარე ექსპლუატაციისათვის, შეკეთებებისა და რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ხარჯვის განხორციელება;
  • საუკეთესო პრაქტიკების და ინოვაციების დანერგვა, სადგურის ელექტრული საიმედოობის, უსაფრთხოების და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.                                                                                                                                                                                                      
  • გენერაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და მათ პერსონალზე საერთო ადმინისტრაციული და ტექნიკური ხელმძღვანელობის განხორციელება; შესრულებული სამუშაოს კონტროლი და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება, ელექტრო-ინჟინრის კვალიფიკაციით.
  • ელექტრო-ინჟინერიის დარგში არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, აქედან, მინიმუმ 2 ხელმძღვანელ პოზიციაზე.
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სქემების, ჰესების საპროექტო პარამეტრების ზედმიწევნით ცოდნა;
  • ჰიდროკვანძების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების ცოდნა;
  • უნარი, შეადგინოს დადგენილებები, განკარგულებები, ბრძანებები, მეთოდური და ნორმატიული მასალები წარმოების ტექნოლოგიური მომზადებისათვის;
  • ძირითადი ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და მათი მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • არსებული მეთოდური მითითებების საფუძველზე ყოველი ჰესისათვის მონიტორინგის პროგრამების შედგენის უნარი და გამოცდილება;
  • წარმოების ტექნოლოგიური პროცესების და რეჟიმების მოწყობის და კონტროლის სისტემების და მეთოდების ცოდნა;
  • შრომის დაცვის, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და წესების ცოდნა;
  • Microsoft Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და ატვირთეთ თქვენი რეზუმე. კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკვშირდებათ.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აპრილი. შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას.

განაცხადის ბმული: https://wkf.ms/3Dep0QO

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით;  ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე work@giec.ge

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე