სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ინჟინრის პოზიციაზე.
სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ არის კერძო, ქართული კომპანია რომელიც ავითარებს პროექტებს ენერგეტიკის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი - სვანეთი.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
რას გთავაზობთ ჩვენი კომპანია:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@grpc.ge
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიამ“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
- ჰიდროელექტროსადგურის ოპერირებისთვის საჭირო ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების: გენერატორების, ტრანსფორმატორების, ტურბინების და სხვა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ელექტრო მოწყობილობების, მექანიკური დანადგარების და სხვა დამხმარე აღჭურვილობების გეგმიური შემოწმების წარმოება, პროფილაქტიკური და მცირე სარემონტო სამუშაოების წარმოება;
- მაღალი ძაბვის მოწყობილობების ოპერირება;
- ჰესის სხვადასხვა პარამეტრების დაკვირვება და ჩანაწერების წარმოება, წყლის დონესა და ნაკადზე;
- სადაწნეო სისტემების ოპერირება, კონტროლი და მომსახურეობა;
- პასუხისმგებლობა გარემოსდაცვით საკითხებზე: კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
- დანადგარებისა და აგრეგატების ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით ოპერირება;
- სამუშაოების წარმოებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების და ნორმების, ასევე კომპანიის შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული ნორმატიული დოკუმენტების და ინსტრუქციების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
- დაგეგმილი და შესრულებული სამუშაობის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ენერგეტიკის განხრით;
- უპირატესად ჩაითვლება მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ელექტრო და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
რას გთავაზობთ ჩვენი კომპანია:
- კონკურენტუნარიან ხელფასს;
- წლიურ ბონუსს;
- ოთხ თვიან, სრულად ანაზღაურებად, დეკრეტულ შვებულებას;
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის 100 %-ით დაფარვას;
- მოქნილ სამუშაო საათებს;
- კარიერული ზრდის ხელშეწყობას;
- თანაბარ პირობებს სქესის, გენდერისა და ეთნიკურობის მიუხედავად.