ტექნიკური დეპარტამენტის სუპერვაიზორი

ბათუმი სრული განაკვეთი Alliance Palace
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: სუპერვაიზერი სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)
აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“  აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის სუპერვაიზორის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:
  • სასტუმროს შიდა და გარე პერიმეტრზე დანადგარების, სასტუმროს აღჭურვილობისა და ტექნიკური სისტემის გამართულობის უზრუნველყოფა და ყოველდღიური კონტროლი.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლი.
  • უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობა და ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების კონტროლი ამ მიმართულებით.
  • ნომრის სრული ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
  • საზოგადოებრივი და სამუშაო სივრცეების ტექნიკური  გამართულობის უზრუნველყოფა.
  • სასტუმროში არსებული ენერგიის წყაროების გამოყენების ზედამხედველობა;
  • სასტუმროში არსებული დანადგარების და ხელსაწყოების, გაპოხვა და სხვაგვარად შენარჩუნება. ყველა იარაღის და დანადგარის მართებულად შენახვა;
  • სტუმართა და თანამშრომელთა წინაშე წამოჭრილი პრობლემების ოპერატიულად მოგვარება, იქნება ეს დაკავშირებული გათბობა-გაგრილების სისტემასთან, ელექტროობასთან, კანალიზაციასთან თუ კოსმეტიკურ შეკეთებასთან.

მოთხოვნები:
  • საინჟინრო/ტექნიკური განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • ლიდერული თვისებები.
  • გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 13 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@alliancepalace.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.